როგორ იღებს სახელმწიფო ტენდერებიდან დაკვეთებს შავ სიაში შეყვანილი კომპანია? კოჯორში საჯარო სკოლა ხელოსნებს ისე გაარემონტებინეს, რომ მათთვის ანაზღაურება არ გადაუხდიათ. დავა სასამართლოშია. ფორმულას დაუკავშირდნენ ის ხელოსნები, რომლებიც კუთვნილ გასამრჯელოს ერთი წელია ითხოვენ. კერძო პირი კომპანიებს სახელს უცვლის და ახალ შპს-ს მას შემდეგ აფუძნებს, რაც წინა შავ სიაში მოხვდება. სავარაუდოდ, ასე შეძლო ნიკოლოზ სილაგაძემ კოჯორში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ, კიდევ ერთი სახელმწიფო დაკვეთა მიეღო. ამ შემთხვევაში ბაღის მშენებლობა კომპანიამ ვერ დაასრულა და დაჯარიმდა.
კომპანია შავი სიიდან - რას ედავებიან ხელოსნები შპს "შითი ფლანერს"
05 მაი 202320:40
3 წუთის საკითხავი